გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიკოსების ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 1385 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 4 დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.
საერთო ჯამში, კორონავირუსი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 42 ადამიანს დაუდასტურდა, 30 უკვე გამოჯანმრთელდა.
კომენტარები