მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ფიქრობს, რომ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
“პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. კულტურის სამინისტროს სახელით გაჟღერდა უბრალოდ. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო არაფერ შუაში არ არის. თუ ჰგონია, რომ ეგ იქნება ის ერთადერთი ტირანი, ვინც ხალხის დაჭერით და რეპრესიებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ცდება. მაგას დაინახავს ცოტა ხანში”, – ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კომენტარები