რუსეთმა დნეპრზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, ხოლო 28 დაშავებული. დაშავებულთაგან ოთხი ბავშვია.
დნეპრის მერი ბორის ფილატოვი აცხადებს, დაზიანებულია სულ მცირე 15 სახლი. მათ შორის – სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, სასწავლო დაწესებულების შენობები და კვების საწარმო.
„რუსული მშვიდობა მოქმედებაშია. მალე მტრულ საჯარო გვერდებზე გამოჩნდება მორიგი დეზინფორმაცია „ნატო-ს ოფიცრების განადგურების“ შესახებ. სინამდვილეში კი ეს კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორია დნეპრში. დაზიანებული სახლები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. დაზიანებულია ავტომობილები. დაშინებული არიან რიგითი მოქალაქეები, განსაკუთრებით – ბავშვები“, – დაწერა დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.
კომენტარები