• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა

ალია ავტორი - ალია
16:42 04-17-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის შედეგად, ემისიის საპროცენტო განაკვეთი 8.0%-ით განისაზღვრა, რაც “თეგეტას” დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის, ყველაზე დაბალი განაკვეთია. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, ობლიგაციების ძირი თანხა კი 2027 წლის აპრილში დაიფარება.

ამ ემისიით, კომპანიამ 2024 წლის აპრილში გამოცხადებული ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ემისიები 4 ტრანშად განხორციელდა და ჯამში10 მილიონი ევრო და 20 მილიონი დოლარი შეადგინა.

„მოხარული ვართ, რომ „თეგეტას“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ჯამში დაახლოებით 310 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები აქვს გამოშვებული. ესჩვენი რიგით მე-9 ერთობლივი განთავსებაა, რომლითაც წარმატებით დავასრულეთ მულტისავალუტო პროგრამა. აღნიშნული მასშტაბური პროგრამა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ბიზნესებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და განვითარებაში ვეხმარებით. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალმა 2024 წელს ჯამში 620 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, ჯამში კი 16 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა, რამაც (IFI ობლიგაციების გამოკლებით) ბაზრის 60% შეადგინა“ – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„თიბისი კაპიტალთან  პარტნიორობით კიდევ ერთი ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დავასრულეთ. აღნიშნული ტრანზაქცია განსაკუთრებული მნიშვნელობისიყო ჩვენთვის — შევძელით დოლარში ნომინირებული ობლიგაციების პირობების გაუმჯობესება და ფასიანი ქაღალდების განთავსება არსებულზე დაბალ, 8%-იანისაპროცენტო განაკვეთით, რაც კომპანიის მიმართ ინვესტორთა მზარდი ნდობის ნათელი დადასტურებაა. ამასთანავე ახალი განთავსება აძლიერებს კომპანიის ლიკვიდობასა და ფინანსურ მოქნილობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას განვაგრძოთ სტრატეგიული ინვესტიციადა ეფექტურად ვმართოთ კაპიტალი.“ – მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თეგეტა უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს მსუბუქი, სატვირთო, სამშენებლო, კომერციული, სამგზავრო და ინდუსტრიული ტრანსპორტის მიმართულებით. კომპანია 1995 წელს დაარსდა და დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 28 სერვის ცენტრი აქვს. . თეგეტა 300-მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორია, როგორებიცაა: Porsche, Lamborghini, Bentley, Toyota, Mazda, Volvo, Man, JCB, Bridgestone, Michelin, Pirelli, Shell, Petronas და სხვა.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved