ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელები ამბობენ, რომ გაერთიანების პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ განიხილება.
„ძალა ერთობაშიას“ ფორმატში გიორგი ვაშაძე, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, განხილული არ ყოფილა. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ჩვენი წესდების თანახმად მაჟორიტარი შესაძლოა იყოს, ნებისმიერი ლიდერი. კონკრეტულ სახელსა და გვარებს განსაზღვრავს ჩვენი საარჩევნო სტრატეგია”- განაცხადა პაატა დავითაიამ.
ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ ამ თემის გაჟღერება თაკო ჩარკვიანის პირადი აზრი იყო.
„ეს იყო თაკო ჩარკვიანის პირადი აზრი. გიორგი ვაშაძის კანდიდატურა გაერთიანებაში განხილული ნამდვილად არ ყოფილა. შესაბამისად, მე ვერ დავუჭერ მხარს ვერავის, ვისი კანიდატურაზეც საუბარი არ ყოფილა. დღეს საუბარი სამუშაო საკითხებზე იყო, მაჟორიტარების შერჩევაზე. გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმია და აპირებს ერთიანი საკუთარი კანდიდატების დაყენებას, თუმცა, ჯერდება სხვადასხვა ვარიანტები სხვადასხვა პარტიებთან. მთავარია ის, რომ ჩვენ დავამარცხოთ “ქართული ოცნება”. რაც შეეხება ჩვენს გაერთიანებაში ახალი პარტიების შემომატებას, ჯერჯერობით ვერავის დავასახელებ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.“
კომენტარები