იტალიური მედიის ინფორმაციით, რომის პაპის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი ინსულტია.
Corriere della Sera წერს, რომ რამდენიმე საათში განცხადება გამოქვეყნდება, სადაც რომის პაპის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი იქნება მითითებული. ამ დროისთვის, ვარაუდობენ, რომ გარდაცვალება ინსულტის შედეგად ცერებრალურმა სისხლდენამ (სისხლჩაქცევამ) გამოიწვია.
La Repubblica ჯემელის საავადმყოფოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სუნთქვის პრობლემები, რომელიც რომის პაპს გადატანილი პნევმონიის შემდეგ ჰქონდა, გარდაცვალების უშუალო მიზეზი არ გამხდარა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 88 წლის ასაკში რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.
კომენტარები