მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობაინიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. დიდი მხატვარი. დიდი ადამიანი. დიდი მოქალაქე. დიდი მეცენატი. ის 92 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და რუსეთის სამხატვრო აკადემიას“, – წერს კორობაინიკოვა „ტელეგრამ“ არხზე.
წერეთელის თანაშემწის სერგეი შაგულაშვილის ინფორმაციით, მოქანდაკე ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა. მას გულის პრობლემები ჰქონდა. თუმცა, სულ მუშაობდა.
ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი იყო.
ჯერჯერობით უცნობია, სად დაკრძალავენ ზურაბ წერეთელს.
კომენტარები