არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“მოკლედ არ მინდა ვთქვა პრეტენზია და პოზიტიურად მინდა შევხედო ამათ ანტიკრიზისულ გეგმას, ბოლოს და ბოლოს მუშაობს მთავრობა ჩვენთვის ჩვენ რომ სახლში დავრჩით, მაგრამ არა რა, არ გამოდის რომ არ ვთქვა. ამდენი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი (დრო კი მქონდა ფიქრის), ესენი იმაზე კი არ მუშაობენ, როგორ დაეხმარონ სოფლის მეურნეობას, ეკონომიკას, ბიზნესს ….. და ზოგად დაზარალებულ ხალხს, ესენი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ დაწერონ ფურცელზე პუნქტები, მერე ,,პტიჩკა” გაუკეთონ (ვითომ შეასრულეს) და როგორ არ გაცენ დახმარება რეალურად.
ამჯერად სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაზე ვსაუბრობ, მოკლედ გამოაცხადეს რეგისტრირებულ ნაკვეთებზე 1 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე დახმარება 200 ლარიო, მაგრამ იქვე იყო აღნიშნული მინიმალური 0,25 ჰექტარზე მიიღებდა 50 ლარს, შესაბამისად 1 ჰექტარზე 200 ლარს და 10 ჰექტარზე 2000 ლარს. ჩემს ოჯახს ჯამში 1 ჰექტარი აქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, დღეს გადავამოწმე ლიბერთი ბანკში და აღმოჩნდა, რომ ჯამში კი არ იანგარიშეს საერთო ფართი, თითო ნაკვეთზე ცალ ცალკე განსაზღვრეს თანხები და ერთი ნაკვეთი რომლის ფართი 0.22 ჰექტარია კომპენსაციის სიაში ვერ მოხვდა, თანაც 21 ივნისი შემდეგ მოდით ბანკის ფილიალშიო, ვერ აგიწერთ როგორ ელოდებოდნენ გლეხები ამ თანხებს, ბევრი არაა, მაგრამ შხამ-ქიმიკატებს მაინც ვიყიდითო და ახლა ძალიან ბევრი დარჩება ისე რომ შეიძლება თეთრიც ვერ მიიღოს, რადგან სოფელში ასე ერთიანი ნაკვეთი იშვიათად აქვთ, სამწუხაროდ ამჯერადაც მოვტყუვდით. ეს არაა რეალური ზრუნვა, თუ დახმარება გინდა მზრუნველი ხელისუფალი ყველას მიცემდა რეალურ თანხას, თუ ვინმე ამას არ საჭიროებდა უარს იტყოდა, ეს იქნებოდა დამარება და არა ის რაც ამათ გააკეთეს”
კომენტარები