პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:
ნიკა კაციას პროცესზე ის პოლიციელი დაიკითხა, რომელმაც, კონიაკით მთვრალმა, 14 გრ კოკაინი ჩაუდო ადამიანს, რომელსაც სიგარეტის ფულის პრობლემა ჰქონდა.
არაფერი ახსოვს. საერთოდ არაფერი. დიდი ხნის წინ მოხდაო. თუმცა დეტალებში ჰყვება ქურთუკის რომელი ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკი, შიგნით ფხვნილით.ბადრაგი, რომელსაც ნიკა დაჰყავს ციხიდან სასამართლოზე და პირიქით, უყურებს და უსმენს ამ ყველაფერს. შეუძლებელია ვერ ხვდებოდნენ რომ ფარსია თავიდან ბოლომდე ყველაფერი. შეუძლებელია არ ესმოდეთ რომ ამ სიყალბეს ერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. კეთილი, აზრიანი, მხიარული და სრულიად უბოროტო ადამიანის. მაგრამ ,,მე ჩემს საქმეს ვაკეთებ” მოუდში არიან.მანდატურები, რომლებიც დამსწრეებს გვარეგულირებენ დარბაზში თუ მის გარეთ, უყურებენ და უსმენენ ამ ყველაფერს. პრაქტიკულად ყოველდღე. ხედავენ რომ საქმე (საქმეები) თეთრი ძაფით ნაკერია და დღედღეზე სრულიად უდანაშაულო ადამიანს ციხეში გაუშვებენ რამდენიმე წლით. ერთს არა, წყებას უდანაშაულო ადამიანების. მაგრამ ,,მე აქ წესრიგს ვიცავ” მოუდში არიან.პროკურორი, რომელიც ჩაჯმული და თვალებგადმოკარკლული ზის იმის შიშით რომ მის მოყვანილ მოწმეს შემთხვევით რამე არ წამოსცდეს ისეთი რაც სიმართლეს ცხადს გახდის. რომელიც ყოველ მეორე წინადადებაზე ეჩრება ბრალდებულს საუბარში რომ დაასწროს მოწმეს სწორი პასუხის გაცემა. და მაინც, სიმართლე ცხადზე ცხადია. ყველა, ვინც ესწრება ამ სპექტაკლს, ხვდება ამას. მაგრამ ამ ჰალსტუხიან კომკავშირელს საბოლოო ჯამში არც ეგ აღელვებს. დავალება აქვს რომ ეს ტყუილი ბოლომდე დაიცვას და ადამიანი, რომელსაც სიკეთის მეტი არავისთვის არაფერი გაუკეთებია, ციხეში გაუშვას რამდენიმე წლით. ეს ჰგონია საქმე. ესე ჰგონია სწორი. რაღაც უფრო დიადს ემსახურება ვიდრე სიმართლის დადგენა. შეაქებენ, პრემიას მისცემენ, დააწინაურებენ, კაცი გახდება თავის გარემოცვაში.პოლიციელი, რომელიც სისტემაში მუშაობამ ბოლომდე გარყვნა, რომელსაც აღარც კი ახსოვს როდის ჩაუდო პირველად ვიღაცას რაღაც კანონსაწინააღმდეგო, როდის გაწირა პირველად ცრუ ჩვენებით ციხისთვის უდანაშაულო ადამიანი, როდის დაიჯერა პირველად რომ ასეა სწორი რადგან ასე აკეთებს ყველა ამ სამსახურში, რელიგიურ ფიცს დებს ღვთის წინაშე რომ მხოლოდ სიმართლეს იტყვის და შემდეგი წინადადებიდან იწყებს მხოლოდ ტყუილების მოყოლას. ნული ემოცია. ნული სინანული. ნული დაფიქრება იმაზე რას აკეთებს. ნული ეჭვი. საღამოს, თუ გაუშვეს სახლში დასასვენებლად და ისევ სადმე ქუჩაში ყოფნა არ მოუწია, წავა და ცოლ-შვილს ჩაეხუტება. დაიძინებს დაღლილი მშვიდად.მაგრამ ამ ცირკში ყველაზე ამაზრზენები მაინც მოსამართლეები არიან. ამ ჯოჯოხეთური ტყუილების ნიაღვარს, ტყუილების რომლებსაც კონკრეტული ადამიანების ცხოვრების კონკრეტული წლები ეწირება, ხელოვნური სიმართლის ბეჭედს ეგ მანტიამოსხმული, სინდისისგან დაცლილი მარიონეტები ასვამენ. მანამდე კი ცირკს ხელმძღვანელობენ, სადაც ყველამ ყველაფერი იცის, სადაც ყველაფერი ხელის გულზე დევს, სადაც მხოლოდ გონებაშეზღუდულს შეიძლება დარჩეს კითხვა იმასთან დაკავშირებით სადაა სიმართლე და სად ტყუილი.ტყუილი არის რეჟიმის მთავარი საყრდენი და სინდისის მქონე ადამიანებთან ბრძოლის მთავარი იარაღი.
მე არ ვიცი რამდენი ხანი დაგვჭირდება ბრძოლა გამარჯვებამდე, მაგრამ იგივე ტყუილი იქნება ის რაც ამ რეჟიმს მოუტ&ნავს დედას.
კომენტარები