კომპანია „ემპი დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის მხარდაჭერით, 17.7 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი, არა სუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.
ემისია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 2025 წლის პირველი ტრანზაქციაა. ტრანზაქცია ჯამური 24 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამისმესამე და ბოლო ტრანშია, რომლითაც 2024 წლის ივლისში გამოცხადებული პროგრამა წარმატებით დაასრულა. მოზიდული სახსრების ნაწილს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი სამომავლო პროექტების დაფინანსებისთვის, კონკრეტულად კი ახალი ობიექტების შეძენისთვის.
2024 წელს კომპანიამ 5 მლნ დოლარისა და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა, რომელთა საპროცენტო განაკვეთები 8.75%-ითა და 7.75%-ით განისაზღვრა. 2025 წლის ემისიის განაკვეთი კი, ინვესტორთა დიდი მოთხოვნის შედეგად, 8.5%-ით განისაზღვრა.
ფასიანი ქაღალდები განკუთვნილი იყო როგორც იურიდიული, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის.
„მადლობას ვუხდით თიბისი კაპიტალს, გალტ ენდთაგარტს და აწარმოე საქართველოს ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ისევე როგორც წინა გამოშვებაზე, ახლაც მაღალი ინტერესი იყო ინვესტორების მხრიდან. შესაბამისად მოთხოვნაც იმაზე მეტია ვიდრე ჩვენს მიერ გამოშვებული ობლიგაციები. ეს გასაგებიც არის ვინაიდან „ემპიდეველოპმენტი“ 13 წლიანი ისტორიის მქონე და სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომლის განვითარების შედეგებიც ხელშესახებია წლიდან წლამდე, რაც წინა გამოშვებიდან დღემდე უკვე დაინახეს არსებულმა ობლიგაციონერებმა და შესაბამისად მათმა ნაწილმა ამემისიაზეც შეიძინა ჩვენი ობლიგაციები.“ – პაპუნაკაციტაძე ,,ემპი დეველოპმენტის“ დირექტორი.
„მოხარული ვართ, რომ „ემპი დეველოპმენტის“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციების ფინალური ტრანში ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა და მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე ინვესტორების დიდი ინტერესის შედეგად, ბოლო ემისიის საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობა მივეცით”, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„გალტ ენდ თაგარტის გუნდისთვის სასიხარულოა, რომ„ემპი დეველოპმენტს“ მხარს ვუჭერთ მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ბოლო ტრანშის წარმატებით განხორციელებაში. აღნიშნული ტრანზაქცია 2025 წელს პირველია საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის დამოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ამპროცესში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. გალტ ენდ თაგარტის გუნდი განაგრძობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის განვითარებას, კომპანიებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გამარტივებას და ინვესტორებისთვის საინტერესო შესაძლებლობების გაზიარებას“, — გიორგი კუპრაშვილი, გალტ ენდ თაგარტის გენერალური დირექტორი.
“სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან უკვე დიდიინტერესი გამოიწვია კომპანიებში. აღსანიშნავია, რომპროგრამის პირველმა ბენეფიციარმა, „ემპიდეველოპმენტმა“, უკვე მესამე ტრანში განათავსა. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს – ამმდგომარეობით შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადიდა მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია. აღნიშნული ემისიებით საფონდო ბაზარზე 241 მილიონ ლარამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსიიქნა მოზიდული .“ – ირაკლი გაბრიაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.
„ემპი დეველოპმენტი“ ფლობს და მართავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო ქონების პორტფელს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში 13 სავაჭრო ცენტრსა და 4 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს. ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული სახსრების ნაწილით, კომპანია თბილისში საინვესტიციო ქონებისშეძენას გეგმავს.
(R)
კომენტარები