„ტვ პირველის“ ეთერში მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა:
„მეუფე იაკობი 2018 წელს ჩამოვიდა ჩემთან ეპარქიაში, არ ვიცი პატრიარქის დავალებით თუ თავისი ინიციატივით, თუმცა 5 საათი ვსაუბრობდით ჩემს გულისტკივილზე და არსებულ ამ სოდომურ ფორმაზე, რომ მე ამას არ შევეგუები. მან ბოლოს მითხრა სულ მიკვირდაო როგორ გიყვარდათ პატრიარქი და სულ ვფიქრობდიო ეს ხომ არაა მიზეზიო. რატომ დაუშვა მან, რომ ეს ყოფილიყო მიზეზი ჩემი და პატრიარქის ურთიერთობის გაფუჭების? ანუ ფაქტიურად აღიარა, შენდობა ითხოვა და წავიდა“
შეგახსენებთ, რომ პეტრე ცაავას ჭყონდიდის მღვდელმთავრობა ჩამოართვეს
კომენტარები