ოზურგეთიდან მომავალ სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათის მანძილზე მგზავრებისთვის ალტერნატიული ტრანსპორტის მობილიზება ვერ მოხერხდა, ტვ პირველის ცნობით, მგზავრთა ნაწილი ამ წამსაც ელოდება ტრანსპორტს.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მგზავრებმა ვერ მოახერხეს ნივთების გამოტანა.
რკინიგზა აცხადებდა, რომ დაკვამლიანება იყო მხოლოდ და ხანძარს არც კი ახსენებდა, გარდა ამისა, უწყება აცხადებს, რომ დააბრუნებს მგზავრობის საფასურს, თუმცა, არ წერს, გადაიხდის თუ არა, მგზავრების ნივთების საფასურს და გადაუხდის თუ არა, მათ მორალური ზიანისთვის.
ერთ–ერთი მგზავრი, ტვ პირველთან ამბობს:
მატარებელში ვიყავით ცეცხლი რომ გაჩნდა, დაიწყო პანიკა, გააჩერეს მატარებელი, ჩამოვედით, ახლა გვიშოვეს ტრანსპორტი და გვამგზავრებენ, მოკლედ გამოვასწარით. შიშისგან არავინ ვართ ჭკუაზე, როგორია სიკვდილს როცა ელოდები, შეიძლება ხალხი გავგუდულიყავით”, – ამბობს მგზავრი.
კომენტარები