კრემლში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა. როგორც პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა
„საუბარმა საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო დაგვეახლოებინა რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობასაც.
მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უშაკოვიც და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევიც.
კომენტარები