ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
მაიკ პენსი, ტრამპის პირველი ვადის დროს მისი ვიცე-პრეზიდენტი, მკვეთრი ანტირუსული განცხადებით გამოდის… ტრამპის ყოფილი გუნდის ყველაზე მაღალ თანამდებობის პირებს—მაიკ პენსს, პომპეოს და ბოლტონს, ობიექტური პოზიციები უკავიათ უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე!!!
უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა და მებრძოლი სულით გამორჩეული უკრაინელების მოსისხლე მტრად მოკიდება — არის რუსეთის ყველაზე დიდი მარცხი და ხანგრძლივვადიანი საფრთხე!!!მშვიდი და პარტნიორი მეზობლების—ფინეთის და შვედეთის იძულება, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, გამხდარიყვნენ ნატოს წევრები, ასევე არის კატასტროფა ნატოსთან რუსეთის უშუალო საზღვრის 1450 კილომეტრით გაზრდის გამო!მთელი ევროკავშირის, ბრიტანეთის და “მსურველთა კოალიციის” 30 განვითარებული ქვეყნის მტრად მოკიდებაც, შორს არის რუსეთისთვის სასარგებლო გონივრულიშედეგებისგან!ტრამპს არა აქვს არანაირი ჯადოსნური ჯოხი რომ,მარტომ აღუდგინოს რუსეთის მოსახლეობას ეკონომიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სპორტული, სამედიცინო და სხვა სახის იზოლაციებისგან მიყენებული ტკივილი,რასაც მთელი თაობა მიყავს სამწუხარო მარგინალიზაციისკენ…არავინ იცის რით დამთავრდება ტრამპის ძალისხმევა—როგორც ჩანს, მას მოუწევს ევროპელი ლიდერების პოზიციის გათვალისწინება…ფაქტია, უკრაინელი მამაცი ხალხი ბოლომდე იბრძოლებს სამშობლოს დასაცავად…
ის მძიმე ფაქტი რომ, უკრაინულმა სპეცსამსახურმა შეძლო— ბოლო ხუთი თვის განმავლობაში—რუსეთის გენშტაბის სამი წამყვანი გენერლის —ვინც უკრაინასთან საბრძოლო მოქმედებების მართვას ხელმძღვანელობდნენ და რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ—აფეთქება, თანაცდედაქალაქ მოსკოვში?!?!, მრავლისმეტყველია..
კომენტარები