„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ შესაძლოა წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს.
კანონპროექტის თანახმად, ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად ისარგებლებს უფასო სარეკლამო დროით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კი გამოყოფს ყოველდღიურად 5 საათს, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის.
რაც შეეხება ფასიან/სასყიდლიან პოლიტიკურ რეკლამას, ცვლილებების თანახმად, ის საერთოდ აიკრძალება.
კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გია ჟორჟოლიანია.
მისი შეფასებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის წარმატების წინაპირობა უფრო მეტად იქნება წინასაარჩევნო პროგრამა და განხორციელებული საქმეების შედეგები, ვიდრე პარტიის ფინანსური სიძლიერე და გავლენა.
კანონპროექტის თანახმად, ტელევიზიებმა წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა საარჩევნო სუბიექტის (როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიცური) მონაწილეობით.
კომენტარები