ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1 ივნისიდან მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი კვლავ ჩაიკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი 26 მაისს გაიხსნა იმისთვის, რომ „რესპუბლიკის“ მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლებოდათ, რომლებიც იქ კარანტინის გამო ვერ გადადიოდნენ. მათი ცნობით, ე.წ. რესპუბლიკაში 532 ადამიანი დაბრუნდა.
კომენტარები