საბურთალოზე აფეთქება მოხდა.
ამაშუკელის ქუჩაზე „კაფე ვერდესთან“ გაზგასამართი სადგური აფეთქდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამწვარია რამდენიმე ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დაშავებულია მხოლოდ ერთი პირი და ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა.
აღნიშნული გაზგასამართი სადგური “ეკოგაზის” ერთ-ერთი მფლობელი სულხან პაპაშვილია, შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსი.
კომენტარები