პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს 00:00 საათზე ამოქმედდება და 11 მაისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ყველანაირი სამხედრო მოქმედება შეჩერებული იქნება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დათანხმდება ამ გადაწყვეტილებას.
„უკრაინული მხარის მიერ ზავის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს გასცემენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები