სოციალური ქსელში, სამედიცინო ჯგუფში გავრცელდა ფოტო, რომლის ანონიმური ავტორიც წერდა, რომ თბილისის ერთ-ერთ ტბაზე ბანაობის შემდეგ სახეზე გამონაყარი გაუჩნდა.
„პრაიმტაიმი“ თბილისში წყლების მონიტორინგის შედეგებითა და ამ კონკრეტული შემთხვევით დაინტერესდა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიმარტეს, რომ პანდემიის გამო საბანაო სეზონი ოდნავ მოგვიანებით გაიხსნება, შესაბამისად, წლის სინჯები აღებული ჯერ არ არის.
„საბანაო სეზონის დაწყებას ველოდებით. აქამდე მაისის ბოლოს ვიღებდით წყლის სინჯებს, პანდემიის გამო ცოტა გადაიწია, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში მოხდება“, – ამბობენ სააგენტოში.
რაც შეეხება დერმატოლოგს, მისი შეფასებით, კონკრეტული შემთხვევა წყალთან კავშირში არ არის და საერთოდაც, მხოლოდ უკიდურესად დაბინძურებულ წყალს შეუძლია კანის დაზიანება, რაც ჩვენს რეალობაში წარმოუდგენელია.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისში წყალი ასე არ ბინძურდება და ამას წინა კვლევებიც ცხადყოფს.
„კანის წყლით ინფიცირება წარმოუდგენელია. კანის პრობლემებს იწვევს მზის სხივები, არასწორი გარუჯვა, არასწორად წამოწოლა და ა.შ.
რაც შეეხება სინჯების აღებას, ამას თავისი გრაფიკი აქვს. დაბინძურებული ყოველთვის ცხადდება. დაბინძურებულმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციები. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ რუჯის მიღება არ შეიძლება 12:00-დან 15:00 საათამდე, როცა მზე ზენიტშია.
ხალხი დიდი ხანია, რაც სახლშია გამოკეტილი, მაგრამ მზესაც მოფრთხილება უნდა“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ დერმატოლოგმა, სოსო კობახიძემ.
“ალია” – მოზარდი არ ამბობს, რომ ის რუჯს იღებდა, იგი ამბობს, რომ ბანაობდა, შესაბამისად, იმის დადგენა, ეს გამონაყარია, დამწვრობა, თუ ინფექცია, ექიმის კონსულტაციის გარეშე შეუძლებელია.
რაც შეეხება სინჯებს, მართალია ტურისტული სეზონი გადავადდა, მაგრამ არც ტბაში ჩასვლაა აკრძალული და არც გარეთ გასვლა – შესაბამისად, გაუგებარია განცხადება, რის საფუძველზე გვიანდება წყლის სინჯების აღება. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დებდნენ ადამიანები ზღვაზე და ტბაზე გადაღებულ ფოტოებს და თუ საბანოა სეზონი გახსნილი არ არის და სინჯებიც არ აგვიღია, მაშინ სანაპირო ზოლი გაკონტროლდეს.
კომენტარები