გიორგი რურუას წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ 28 წლის წინანდელი საქმის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება თორაძეების ოჯახის ტრაგედიას, რაშიც, ოჯახის გადარჩენილი წევრი თამარ თორაძე ამჟამად პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუას ადანაშაულებს. როგორც ირკვევას, მას შემდეგ რაც თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე, მოკლული ძმების ოჯახის წევრმა, თამარ თორაძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიებისთვის არაერთხელ მიმართა, უწყებამ აშშ-ს შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.
„თამარ თორაძე ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში , რითაც 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხეს. თუმცა, როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკის პროკურატურა საქართველის 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გახსნაში – ეს ჯერ უცნობია.
მას შემდეგ, რაც გიორგი რურუას, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლება ამერიკელმა სენატორებმა კატეგორიულად მოითხოვეს, თამარ თორაძემ სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა, სადაც საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა.
თამარ თორაძე, ოჯახის ტრაგედიიდან რამდენიმე ხანში შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და დღემდე იქ ცხოვრობს.
კომენტარები