მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ჩრდილოეთის მინისტრტა საბჭოს (Nordic Council of Ministers) მიერ ორგანიზებული ვებინარი, რომელიც ეხებოდა კოვიდ19-ს ზეგავლენას, ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე. დიახ, ქვეყნები, არა მატო კოვიდ19 ის კლასტერების დეტექტიური კვლევით არიან დაკავებულნი, არამედ აინტერესებთ ყველა სხვა სფეროც რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოკლედ მართლა აინტერესებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ ვებინარზე მეტად საინტერსო მოხსენება გააკეთა დანიელმა მომხსენებელმა, რომელმაც ნიკოტინის და კოვიდ19 ურთეირთკავშირზე ისაუბრა.
ქვემოთ მოყვანილია სამი საინტერეო სლაიდი ამ მოხსენებიდან, საინდანაც ჩანს რომ 1) 2473 პაციენტის შემთხვევამ აჩვენა რომ კოვიდ19-ის გართულეაბ 45%-ით მეტია მწეველებში 2) 11590 პაციენტის მეტა-ანალიზით დადგინდა რომ მწეველებში გართულების რისკი 2 ჯერ მაღალია 3)9000 პაციენტის კველვით, 79%-ში სიკვდილით გამოსავალი უფრო მეტია მწეველებში
მოკლედ თამბაქო მავნეა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა მნიშვნელოვანი. და კარგია როცა ქვეყანა დაინეტრესებულია და აქვს საშუალება კვლევები ჩაატაროს და უფრო ფართო შეხედოს ამა თუ იმ საკითხს”
კომენტარები