„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის სასტიკად ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ტურების ხროვაა.
უგულავას თქმით, ერთი კაცს ათი „ოცნებელი“ მიესია.
„ქართული ოცნება” ტურების ხროვაა. ათი კაცი მიესიეთ ხაბეშვილს. სად გაიზარდეთ, რა დედამ გშობათ ასეთი ლაჩრები. ან სად გიპოვათ ასე ერთნაირი ნაგვები ივანიშვილმა.
ხაბეს არაფერი მოუვა და როგორც პარლამენტის შემოღობვით მხოლოდ შიში ანახეთ, ეს ათი ერთზე თავდასხმაც მხოლოდ იმას ანახებს, რომ მუხლები გიკანკალებთ და ჩასვრილები ხართ.
შეგაგინებდათ კაცი, მაგრამ დედათქვენებს რას ვერჩი, შვილები რომ ჩმორები გამოუხვედით. ფუი “, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემეს. ხმაური სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ატყდა.
კომენტარები