ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ის დღე, როდესაც მიწევს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა არის კოშმარი, ნერვების გამოცდა და ტანჯვა! შემდეგ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ პატიმრის მონახულების გარდა და მოვდივარ გამოფიტული და საშინლად დაღლილი.
2 საათია რუსთავში მე-6 ში რიგში ვარ, არვიცი კიდევ რამდენი ხანი მომიწევს დაცდა. ვერასდროს გაიაზრებს კლიენტი ადვოკატის შრომის ფასს და სირთულეებს, რასაც მათი ინტერესების ეფექტიანი დაცვისთვის ვაწყდებით. ისე მარტივად იტყვიან ხოლმე – შემოდი ციხეზე მომინახულეო თითქოს მეზობელთან გადარბენა იყოს. ამიტომაა, რომ მოდის უამრავი უკმაყოფილება და კრიტიკა პატიმრების მხრიდან, მათ მუდმივად სურთ ადვოკატის ვიზიტი, მაგრამ რამხელა დრო და რესურსი სჭირდება ამ ყველაფერს, ვერავინ ხედავს.”
კომენტარები