ჰიპერმარკეტ „კარფურის“ თანამშრომელს გული წაუვიდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და გამოხმაურებებიც მოყვა:
„ეს ხდება კარფურში. თანამშრომელს ვირული შრომის, დახუთულობისა და კიდევ ღმერთმა იცის რის გამო… გული წაუვიდა.
როდემდე ადამიანებო?! როდემდე უნდა ვითმინოთ ეს მონობა?! სად არის შრომის უფლებები და რატომ უწევთ გაუსაძლის პირობებში მუშაობა მიზერული თანხის გამო?!
პირბადეებით არიან მთელი დღე დახურულ სივრცეში და კონდენციონერიც არ აქვთ. ეს ახალგაზრდები კაპიკებზე მუშაობენ.”
კომენტარები