„ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა:
„სხვადასხვა ფიგურებს სხვადასხვა წონა აქვს ამ ნაწილში, კერძოდ ერთიანი მაჟორიტარის შეთანხმება „ლელოს” გარეშე გამოვა, „ლეიბორისტების“ გარეშე ძნელად გამოვა, „ევროპული საქართველოს“ გარეშე პრაქტიკულად ვერ გამოვა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე საერთოდ აზრს კარგავს.
უნდა გვესმოდეს, რომ ვინც არის ყველაზე დიდი, იმან ყველაზე მეტად უნდა მოიჭიროს ქამარი იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა უფრო დიდია.
ამავე დროს „ნაციონალურ მოძრაობას უნდა ესმოდეს, რომ მეორე ტური ვერ გადაიქცევა და არ გადაიქცევა 5 – 41.
ეს გზა გავიარეთ ჩვენ და ვნახეთ რომ ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იგებს.
ერთადერთი რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერ უგებს, არის აქეთ მხარეს პარტიული მრავალფეროვნება და მაჟორიტარებში შეჯერებული მაქსიმალურად. სწორედ ეს არის გამარჯვების ფორმულა“
კომენტარები