კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში 2007 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა:
„ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ისტორიის გახსენება, ეს მოხდა 15 წლის წინ, მე ამას იმიტომ არ ვყვებოდი, რომ ბევრმა ოჯახმა ეს ტრავმა ჩემზე უარესად გადაიტანა, მე და ხათუნამ რამოდენიმე კვირის წინ, 15 წლის წინ, ჩვენს მეგობარ ზურაბ ჟვანიაზე ვთქვით ვერსია, რომ ჩვენ იმ ვერსიის არ გვჯერა, თუ როგორ დაიღუპა ბატონი ზურა. რამოდენიმე ადამიანი მისი ერთგული დავრჩით.
ზუსტად ერთ კვირაში სამმა ადამიანმა შემათრია ავტოფარეხში და ძალიან მცემა. ეს იყო დაახლოებით 2007 წელი, თავში მირტყეს იარაღი. ამას იმიტომ არ ვყვებოდი, რომ არ მინდოდა ეს ისტორია ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს სცოდნოდათ.
მე არასდროს არ ვიტყვი ამ ადამიანის შესახებ, მას ჰყავს ოჯახი, ჰყავს შვილები. მინდა მას ვუსურვო წარმატებები, იმიტომ, რომ მე არ მინდა მისმა შვილებმა მამას უთხრან ეს რატომ ჩაიდინე?
2007 წელს იცით, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგები იყო და მე ჩემი აზრი დავაფიქსირე.
ეს ხელისუფლება, როდესაც მოვიდა გადაუხვია იმ კურსს, რომლითაც მოვიდნენ.
როდესაც ჩემს აზრს დავაფიქსირებ ამბობენ, რა უნდოდა ოქიტაშვილს ხომ იყო ნაციონალების დროს, ხომ მუშაობდა. ჩვენ ვიყავით ზურაბ ჟვანაის გუნდი, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მათ ვემიჯნები. ჩემთვის მძიმე იყო რაც მოვყევი“
კომენტარები