თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი 5 ქალს თავს დაესხა. დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღისით მოხდა. ინციდენტი „პრაიმტაიმს“ კლინიკის პრესცენტშიც დაუდასტურეს.
„5 ქალს დაესხა ყვავი თავს. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალის“ მიმღებში მსუბუქი დაზიანებებით შემოვიდნენ. მათ გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე გაეწერნენ ბინაზე“, – ამბობენ კლინიკაში.
კომენტარები