გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მასის განცხადებით, «დოიჩე ველეს» ჟურნალისტებზე თავდასხმა სასწრაფოდ წერსით და მწვავედ განიხილება თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან.
« ჩვენ მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას აგვიხსნას რა მოხდა და როგორ იყო ყველაფერი. აქ ორი აზრი არ არსებებს და აქსიომურია, ჟურნალისტებმა უნდა იმუშაონ და არ უნდა ეშინოდეთ იმის რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ იქნება »- აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1 ივნისს გერმანულმა ტელეკომპანია « დოიჩე ველემ » გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ, მათ ჟურნალისტს შტეფან ზამონს და ტელეოპერატორ მარკ ფიორგს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა პირდაპირ ჩართვამდე რამოდენიმი წუთით ადრე, მაშინ როდესაც ისინი პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მიმდინარე შეტაკებას იღებდნენ
genews.eu
კომენტარები