“ტვ პირველის” ახალი ამბების რედაქტორი, ნოდარ მელაძე, შსს-ს სტრატეგიული კომინიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ქეთი კოვზიაშვილს პასუხობს:
“ქეთი კოვზიაშვილი შენ რომ ვინმეს ჟურნალისტურ სტანდარტზე დაწერ რამეს, უბრალოდ სასაცილოა!
- თვითმხილველები რასაც ყვებოდნენ ის იყო ეთერში, ჟურნალისტმა თქვასა და რესპოდენტის სინქრონს შორის სხვაობა დიდია, ეს თავის დროზე უნდა გესწავლა.
გასაგებად ამბობდა ჟურნალისტი ” თვითმხილველების მტკიცებით” - სისხლის კვალი, რამდენიმე ადგილას მათ შორის სანაგვე ურნაში საიდან გაჩნდა???
- სატელეფონო ზარზე, რომ არ პასუხობ და როდესაც პასუხობ ერთადერთი პასუხი გაქვს, არ ვიცი, ესეც საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია.
- ინფორმაციას, რომ მალავთ, ბლოკავთ, ეგ არის თქვენი მთავარი პრობლემა. რაც თქვენ მიხვედით, შსს ყველაზე ჩაკეტილი უწყება გახდა.
- თქვენ, ვინ რა უნდა დაგიჯეროთ, სუსი თანამშრომელმა თავი რომ მოიკლა იმას ამტკიცებდით, სანტექნიკოსიაო… იმ წამსვე “ჩაიჭერით” როგორც კი ცოლმა თქვა, სამსახურეობრივი იარაღი ჰქონდაო.”
კომენტარები