თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. მათ შორის ერთი, მედიკოსების შეფასებით, უმძიმესი პაციენტი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, თუმცა, ექიმების დახმარებით, 83 წლის პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, აქ კოვიდინფიცირებული 55 პაციენტი რჩება, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ექიმების შეფასებით, დამაკმაყოფილებელია. მათ გართულებები არ აღენიშნებათ.
საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კომენტარები