ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნიუ-იორკში წუხელ სამართალდამცავებმა კიდევ 40 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მათივე ინფორმაციით, კომენდანტის საათის დადგომისას, მაროდიორთმა ჯგუფი მანჰეტენზე მდებარე მაღაზიებზე თავდასხმა მოაწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.
ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.
მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კომენტარები