კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 „საბურთალოს კლასტერიდანაა“, 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია – ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.
როგორც ირკვავა, სატვირთო ავტომობილის მძღოლები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
„მხოლოდ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მხოლოდ 6-ით გაიზარდა, ეს არის უკვე 80% გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრეში 147 კოვიდდადასტურებული მკურნალობს. 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის საბურთალოს კლასტერიდან, დანარჩენი 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ეს არის შემოტანილი შემთხვევა, იმპორტირებული, არა საქართველოს მოქალაქეები.
ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე 57 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, 2 შემოგვემატა გუშინ, ეს არის ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები, საბურთალოს კლასტერიდან, 2-იც გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა. პაციენტები მძიმე პნევმონიით და პრობლემური პაციენტები არ გვყავს. ძირითადად უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს ამ 57-ში და მცირე რაოდენობის არის მსუბუქი მიმდინარეობით”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები