პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი “პოსტ ალიონის” ეთერში სტუმრობისას აცხადებს:
“შეიძლება გქონდეს სამედიცინო განათლება, მაგრამ არ იყო ექიმი…არ არსებობს წარმატებული ექიმის ღმერთის გარეშე, სულ დგას შენ უკან, ვერ აჯობებ ბოროტებას…
ყველა ვგრძნობთ იმ ღვთიურ მხარდაჭერას…
როდესაც იყო მოწოდება, არ შეიკრიბოთ, ყველა დღე დავდიოდი ღამ-ღამობით ეკლესიაში, არ ვიცოდი რა გვეკეთებია. ის არასდროს არ გვტოვებდა
მე პირადად შეიძლება არ ვიცავდე მარხვას, არ მივყვებოდე ეკლესიურ ცხოვრებას, მაგრამ ძალიან მწამს…”
“ალია” – მართალია, ლევან რატიანი ახლა ამბობს, რომ მოწოდება იყო არ შეიკრიბოთო, თუმცა, აღდგომის წინა დღეებში, თავადაც იგივე მოწოდებას აკეთებდა, მეტიც, გვირჩევდა ერსაც და ბერსაც, რომ ოჯახის წევრებთან ერთადაც კი არ დავსხდარიყავით ერთ მაგიდასთან…
თქვენ კი დღეს ამბობთ, რო როცა იყო მოწოდება არ შეიკრიბოთ, თავად საპირისპიროს აკეთებდით…
რა თქმა უნდა შესაძლებელია, თვენახევრის მერე აზრი შეეცვალა, მაგრამ როგორც ახლა ამბობს, თურმე მაშინ, როცა ჩვენ გვირჩევდა არსად წავსულიყავით და ოჯახის წევრებთან ერთად ჩაიც არ დაგველია – თავად ეკლესიაში ჩუმად დადიოდა ღამით…
მარტო ექიმებს სჭირდებათ ალბათ ლოცვა და ეკლესიაში სიარული, რა გითხრათ, კარგია რომ ბატონი ლევანის პროგნოზი არ გამართლდა, არც ექიმები დახოცილა საბედნიეროდ და პიკიც უპიკოდ გადავიარეთ…
ძალიან ძნელია, ალბათ, ის მოწოდება გააკეთო რასაც არ ეთანხმები, ბატონო ლევან, ძალიან ძნელია, ალბათ, მე ერთი მომიწოდო და თავად სხვა გააკეთოთ და არ ვიცი ვინ გაიძულათ და რამ, არ ყოფილიყავით აპრილის ინტერვიუებში გულრწფელი, გაშანტაჟებდათ ვინმე, ბატონო ლევან? გემუქრებოდნენ? თქვენც მოგატყუეს? – გვითხარით და გვერდში დაგიდგებით!
16 აპრილი, ლევან რატიანი:
„ყველას უნდა ვთხოვო, ეს იქნება ერი თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია. სამი შვილი მყავს და თვენახევარია ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. ახალგაზრდები თვითონ გამოძვრნენ, მაგრამ ასაკიანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ფილტვის ვენტილაციაზე. იხრჩობა ადამიანი და ამ ხრჩობის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვისაც. ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ. სახლში ყოფნისას წყალი, ჩაი ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დავლიოთ“
კომენტარები