არის თუ არა დიდი დროით ნიღბის ტარება ჯანმრთელობისთვის საშიში და იწვევს თუ არა გართულებებს?!
ამის შესახებ ზახაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობაა არაა ვალდებული ნიღაბი მუდამ ეკეთოს და ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე იქნება აუცილებელი.
„არავინ სთხოვს ადამიანებს მუდმივად ეკეთოთ ნიღბები. არსებობს გარემოებები, როდესაც მათ ეუბნებიან, რომ ამ გარემოებაში აუცილებელი უნდა იყოს მისი გამოყენება.
ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ნიღბის გამოყენებას აქვს გარკვეული წესები.
თუ ამ წესებს დავიცავთ, მაშინ ნიღბის გამოყენება რისკის მომცველი არ იქნება. სწორად გამოყენებული ნიღაბი მოგვცემს გარანტიას იმისას, რომ დაავადების გავრცელებაზე მოვახდენთ ზემოქმედებას და ყველამ უნდა ავითვისოთ ის ელემენტალური წესები, რასაც ნიღბის გამოყენება ჰქვია“
“ალია” – მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ნიღბის ტარების წესზე საუბრობს, როგორია ეს წესი არ გვეუბნება.
მაგალითად, როგორია ნიღბის ტარების წესი კონსულტანტებისთვის? რომლებმაც უნდა ატარონ ნიღაბი მთელი დღე?
მძღოლებისთვის…
ფარმაცევტებისთვის…
ბანკის თანამშრომლებისთვის…
ლომბარდის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ოპერატორებისთვის…
და ასე უსასრულოდ, უამრავი პროფესიის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომლებიც ზუსტად იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაავალდებულა, ეკეთოთ ნიღაბი და არ ჩართონ კონდიციონერი.
ხათუნა ზახაშვილი არ პასუხობს კითხვას, საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ნიღბის დიდი ხნით ტარება და ამის ნაცვლად გვიყვება უკაცრავად და ზღაპარს იმაზე, რომ მოსახლეობა არაა ვალდებული ნიღაბი მუდამ ეკეთოს, სახლში და საწოლში რომ არ უნდა გვეკეთოს, გასაგებია, მაგრამ რა ქნან ადამიანებმა, ვისაც სამსახურში ადამიანებთან აქვს შეხება და დღის მეტ ნაწილს სამსახურში ატარებს? რა ეშველება მათ ჯანმრთელობას?
იმ ადამიანების ჯანმრთელობა, ვისაც დავავალდებულეთ მთელი დღე ეკეთოს ნიღანი და არ ჩართოს კონდიციონერი, არის თუ არა საფრთხის ქვეშ? – ამ კითხვას დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავს არიდებს! ამის ნაცვლად გვიყვება ნიღბის ხშირად ცვლაზე, გეგონება ეს ქართული ნიღაბი ცალი 50 თეთრი კი არა, 15 თეთრი ღირდეს და გვიყვება იმ ადამიანებზე, ვისაც დღეში ერთი საათით აქვს ნიღბის ტარების ვალდებულება.
თუმცა, მას შემდეგ რაც ვნახეთ 22 მაისს 20 მდე ადამიანი, გამყრელიძესთან და იმნაძესთან ერთად როგორ იდგა ერთად ნიღბისა და დისტანცირების გარეშე, გასაგებია, რატომ არ იგებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი რომ საფრთხე რეალურია.
კომენტარები