ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ახლა არქივს ვათვალიერდებდი და “ვარდების რევოლუციის” ამბებს გადავაწყდი. 2003 წლის ნოემბერია, ამერიკაში სტაჟირების შემდეგ ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში და არჩვენების გასაშუქებლად გამიშვეს. ხმების დათვლის დროა და საარჩევნო შტაბში აურზაური ატყდა. ოთახში, ვითომ შემთხვევით, ჩაიკეტა ეუთოს ერთ-ერთი უცხოელი დამკვირვებელი; ამასობაში საარჩევნო შტაბში შემოდის კარგად ცნობილი სვანების ჯგუფი და იმის მაგივრად რომ უცხოელი დამკვირვებელი ჩაკეტილი ოთახიდან გამოიყვანოს, ვითარებას უფრო ამწვავებს და საარჩევნო ყუთს ადგილიდან იტაცებს. უცხოელი დამკვირვეველი ყვირის და ოთახიდან გამოსვლას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ. ამ ყველაფერს მე დიქტოფონზე ვიწერ, რომელსაც მოგზავნილი პირი სპეციალურად ხელს კრავს და ციფრულ დიქტოფონს გასატეხად მაგდებინებს.
როგორც აღმოჩნდა, ამ კარგად ორგანიზებული სცენარის ხელმშემწყობი რუსთავის მაშინდელი მერის მოადგილე იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან წინასწარ იყო შეკრული და შეთანხმებული. საბოლოოდ კი, ნაციონალებმა ეს ყველაფერი ლევან მამალაძეს დააბრალეს. დღესაც მამალაძე ედუარდ შევარდნაძის ერთგულებისთვის ისჯება, ხოლო მოღალატეები კი ძალიან მალე დიდ თანამდებობებზე აღმოჩნდენ.”
კომენტარები