საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალური ქსელის მიმართვას ავრცელებს და საუბრობს გენერალ დევი ჭანკოტაძეზე, რომელიც როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, პოლიტიკაში მოდის:
“დევი ჭანკოტაძე არის ნამდვილი გმირი, სულ ახალგაზრდა იყო, როცა მტერი შეაკავა აფხაზეთში, სანამ შევარდნაძემ არ გამოიყვანა. სანამ ის და მისი არტილერია იყო იქ, აფხაზეთი იყო საქართველოს კონტროლის ქვეშ.
ზუსტად ასე 2008 წელს მან მოგვაგებინა უძვირფასესი რამდენიმე დღე და საქართველოს მტერმა ვერ აიღო საქართველოს დედაქალაქი, უზარმაზრი არმია იყო შემოსეული.
დევი არ არის კარიერისტი, 2012 წელს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, გავათავისუფლე თანამდებობიდან, რათა ამერიდებია პოლიტიკური ინტრიგებისთვის და გავათავისუფლე ისე, რომ მისთვის არ ამიხსნია არაფერი. ზოგი მის ადგილას დაიბოღმებოდა.
დევი ჭანკოტაძისთვის მემეტება ყველა თანამდებობა, ის ვერავინ დაამარცხა და ვერც ივანიშვილი დაამარცხებს. სადაც არის დევი ჭანკოტაძე, მეც იქ დავდგები, სადაც დევი ჭანკოტაძეა – იქ გამარჯვებაა.”
კომენტარები