თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ პირდაპირი ეთერით გაიგო.
როგორც “ნიუპოსტს” გუგეშაშვილმა უთხრა, მისთვის გამომძიებლებს არ დაურეკავთ. ინფორმაცია მედიამ მიაწოდა.
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ 1975 წელს დაბადებული ზ.მ.-ს თადარიგის პოლკოვნიკის თქმით, მას ეს ინიციალები არ ეცნობა.
გუგეშაშვილის თქმით, ის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს დაუკავშირდება და მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობის დადგენას შეეცდება.
რაც შეეხება მკვლელობის საქმის გახსნას, შვილმოკლული დედა ამბობს, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე სჯეროდა, რომ გამომძიებლები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას შეძლებდნენ.
“პირდაპირ ეთერში გახდა ჩემთვის ცნობილი… ინიციალები არ მეცნობა, თუმცა დავუკავშირდები გამომძიებლებს და გავარკვევ დეტალურად. მე მართალია, გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, მაგრამ იმედია საგამოძიებო მოხსნის ამ შეზღუდვას. რაც შეეხება საქმის გახსნას, მე ჩემი უბედურების ყველა ეტაპზე ვიცოდი, დარწუნებული ვიყავი, რომ შედეგი დადგებოდა, რადგან გამომძიებლები დღე-ღამეში ალბათ 30 საათს მუშაობდნენ”- აცხადებს გუგეშაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.
newpost
კომენტარები