„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე:
„როდესაც „ლეიბორისტების“ ოფისში იყო შეხვედრები, იქ იყო სულ ორი განხილვის საკითხი.
ერთი იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორე – შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებში, რათა ერთმანეთს კონკურენტები არ დავუყენოთ
იყო ფაქტობრივად სრული კონსენსუსი. ამის მერე თვეების განმავლობაში ასეც გრძელდებოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახე, რომ რიტორიკა შეიცვალა.
იმის მაგივრად, აქცენტი კეთდებოდეს იმაზე, რომ ასეთი ტიპის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, ახლა საუბარია, რომ მეორე ტურში დაუჭიროს ყველამ მხარი იმ კანდიდატს, ვინც იქნება გასული.
ეს პრინციპულად სხვა ფორმულაა. მე ამიტომაც დავიწყე კითხვების დასმა. მაინტერესებს, რა მოხდა, რა შეიცვალა. პირადად მე და „გირჩს“ მონაწილეობა არ მიგვიღია არც ერთ ისეთ შეხვედრაში, სადაც საუბარი იქნებოდა ოლქების განაწილებაზე და რაღაც ფორმულის შემუშავებაზე ან წესის შექმნაზე, ამიტომაც დავიწყე საჯაროდ კითხვების დასმა.
თუ ამდენი ხანი იყო მნიშვნელოვანი შეთანხმება, ახლა რატომ ვსაუბრობთ, რომ მთავრია მეორე ტურში ყველამ დაუჭიროს მხარი. არ ვიცი, ამას ვინ აკეთებს.
არ მინდა ვინმეს ხელი დავადო. რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს მეორე ფორმულა, მეორე ტურში გასული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ, არის მომგებიანი დიდი პარტიისთვის, რომელსაც აქვს იმედი, რომ პირველ ტურში ოლქების უმეტესობაში ის იქნება მეორე ადგილზე.
შესაბამისად, შემდეგ დაავალდებულებს ყველა ოპოზიციურ ძალას, მე დამიჭირეთ მხარიო. ჩემი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ამბავი.
ვთანხმდებით თუ არა, წერტილი უნდა დაისვას, რათა კამპანია დავიწყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც იქნება, თუ პარტიები მაჟორიტარების საკითხზე ვერ თანხმდებიან და ამის გამო ჩაიშალა ერთობა, ამომრჩეველს უფლება აქვს, ეს იცოდეს.
კონკრეტულად ასეთი ცალსახა განცხადება „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ ამ ფორმით მივდივართ, საჯაროდ ნამდვილად არ მომისმენია, თუმცა მოვისმინე ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც დღევანდელ რეალობაში უფრო აფილირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
მე მაინტერესებს, თუ დგება შეთანხმება, კარგია, თუ არ დგება, ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ მაინც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, შეთანხმდება ვის გამო არ შედგა და რატომ.
თუ ვერ ვთანხმდებით მაგალითად იმაზე, ხობში ვინ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხალხმა იცოდეს, რომ ხობში მაჟორიტარზე ვერ შეთანხმდა ეს „ფილარმონია ხალხი“, ვინც „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება და ამის გამო ჩაიშალა ერთობა.
ჩემი ამომრჩეველი ამ კითხვებს სვამს და უფლება აქვს, იცოდეს. თუ ჩენ მართლა გვჯერა, რომ პროპორციული სისტემა არის სწორი და მთავრობამ დათმო 120-30-ზე, ეს ოცდაათიც უნდა გადავათამაშოთ პროპორციული სისტემით, ბოლო კვლევების ან ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით.
მინიმუმ ეს არის გასაკეთებელი და სწორი. ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, დიდმა პარტიება დათმონ, თუ გამარჯვება უნდათ, სხვა შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ განმეორდეს ის, რაც მოხდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს, რომ გაიყოს, აქეთ იყვნენ „ნაცები“ და იქით „ქოცები“ და კამპანია ჩაატარონ სისხლიან ხალხზე და ტერორზე, ამის ალბათობა მაღალია.
შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება დიდი პარტიებიდან ეგეთი კანდიდატები, თუნდაც მეორე ტურში, მით მეტია გამარჯვების შანსი“
კომენტარები