„ნაციონალური მოძრაობა” თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმობს, ორში კი საკუთარს წარადგენს – ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე გააკეტა.
„ენმ თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ ენმ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის… ხვალინდელი დღიდან ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის ორ რაიონში – სამგორი და გლდანის რაიონი და იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, რეგიონებში “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.
კომენტარები