ყოფილი ჟურნალისტი, ანი გიორგობიანი-შუბითიძე, რომლის ისტორია უამრავმა ადამიანმა მოისმინა და ბევრი, მასზე ძალადობის ფაქტმა შეძრა, დახმარებას ითხოვს და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
„მე ვიცი, ყველას გვიჭირს ახლა…
მაგრამ მაინც გთხოვთ დახმარებას…
ძალადობის მსხვერპლი ლამის მოძალადედ გამომაცხადეს,
სასამართლო უსამართლოა და ,,არა ძალადობას’-მხოლოდ წინასაარჩევნო ლოზუნგი!
შვილი წამართვეს, ისე რომ ოფიციალურად დედობა ვერ ჩამომართვეს. მაგიჟებდნენ და არ გავგიჟდი, ცოცხალი კაცის ქვრივი ვიყავი და არ ვმრუშობდი.
ობოლ და უპატრონო ქალს, მაჯობეს, მომერიენ…
ისინი ბევრნი არიან, მე მარტო, უმუშევარ და არაერთგზის ნაძალადევ შვილს მიკედლებული…
ჩვენ ცამეტი სისხლიანი და ცრემლიანი წელი გამოგვატარეს!
ავი სენისგან თავდაღწეულს და ჩონჩადქცეულს (33 კილოს ვიწონი) მაინც არ დამიკარგავს იმედი…
სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ, ქადაგად დავვარდები, მუხლებზე დავდგები და ისე მოვითხოვ დახმარებას, მე ჩემი გოგონა უნდა დავიბრუნო!
მე კიბო არა, შვილის მონატრება მკლავს!…
გაუცხოებული, დედისხატჩამსხვრეული შვილის…
არავინ მყავს და არაფერი გამაჩნია ამ ქვეყნად მათზე ძვირფასი!…
მე იმ ,,ოჯახში” რომელსაც არაფერი აქვს ოჯახთან საერთო, არც არასდროს ვიყავი მათი წევრი, ორი ანგელოზივით შვილით, ჯანმრთელი და ბედნიერი შევედი და იქიდან ჩემს უფროს შვილთან ერთად, შვილწართმეული, სულამოცლილი და ჯანგამოცლილი წამოვედი…
რომ არა თქვენ, ჩემო მეგობრებო, უცნობებო და ნაცნობებო, მშიერს და უსახლკაროს ნაგვემი სული უკვე ამოხდილი მექნებოდა…
მუხლმოდრეკილი გთხოვთ დედებო, დამეხმარეთ განადგურებულ დედას, ჩემი გოგონას გარეშე მოვკვდები…
GE61TB7143245068100002-
მიმღები ანა შუბითიძე.
გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ გადამარჩინეთ…“
კომენტარები