მარიკას რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ, მედიის საშუალებით უპასუხა და მატყუარა ეძახა. გოფოძემ თქვა, რომ იგი დღეს შეხვდება ექთნებსაც და ექიმებსაც და განუმარტავს მათ – რა თანხა ჩაერიცხათ. თუმცა, როგორც არ უნდა განმარტოს – ორთვენახევარში ერთხელ ჩარიცხული 300 ლარი – ვერც ერთი ექთნისთვის იქნება საკმარისი თანხა.
რეპუბლიკურის დირექტორი რა კრებას ჩაატარებს დღეს და რას ეტყვის მათ ამ შეხვედრაზე, მას შემდეგ, რაც ისინი მედიასთან უკვე დაადანაშაულა და დაგვპირდა, რომ მათ ამხელს – უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ კრება იქნება ხმაურიანი.
რაც შეეხება მხილებას – მედიასთან რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თქვა, რომ შესაძლოა მარიკა მოექცა ვინმეს გავლენის ქვეშ… როგორც ჩანს, უხელფასობაც ოპოზიციურ პარტიებს უნდა დავაბრალოთ!
“ალია” დაინტერესდა, რამდენად არის მარიკას წერილი პირადული და მხოლოდ ერთი მედიკოსის სიტყვები და გთავაზობთ 14 ექიმისა თუ ექთნის კომენტარს, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში მუშაობენ, მათ შორის რესპუბლიკურშიც…
ასე რომ ვინ ვის ამხელს, ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ პროცესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და კლინიკების დირექციამ ვერ მართა – შეუქცევადი გახდება.
“ალიას” მოაწოდეს ინფორმაცია, რომ არაერთმა ბიზნესმენმა არაერთ კლინიკას გადაურიცხა თანხა ექთნებისთვის და ექიმებისთვის – ეს თანხა არ იყო ხელფასი, ეს იყო მოქალაქეების მიერ გაღებული დახმარება!
შესაბამისად, დღეს თუ ვინმე ეცდება ბიზნესმენების მიერ ჩარიცხული დახმარება ხელფასად წარმოაჩინოს – ეს ნომერი ჯანდაცვის მესვეურებს არ გაუვათ.
“ალიას” გვიყვებიან, რომ ბიზნესმენების ნაწილი უკვე შეშფოთებულია და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა კლინიკებიდან ხარჯთაღრიცხვებიც გამოითხოვოს, სად წავიდა მათი ჩარიცხული თანხა, შემდგომში კი ეცდებიან, პირდაპირი კონტაქტი იქონიონ მედ.პერსონალთან და თავად გააგებინონ, რა თანხა უნდა ჩაერიცხოთ და რისთვის!!!
მედპერსონალი, სხვადასხვა კლინიკების თანამშრომლები, ექთნები, რომლებიც საკარნტინე ზონებში, სასტუმროებში მუშაობენ – მათი კომენტარების წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით, რომ საქმე მთლიანად სისტემაშია:
1.ნ. ძიძიგური: ძალიან სამარცხვინოები არინ 3 თვე ჩავწყდით კოვიდ-19 და 100 ლარი ჩამირიცხეს, ნუ არ ვიცი სირცხცილის პიკია, ჩვენ თურმე კონსულტანტები ვართ ისეთები რომლებიც ყველაზე რისკ ჯგუფში ვართ
2. ნ. ფარადაშვილი: ამას ჰქვია სირცხვილი, დაუფასებლობა, უპატივცემულობა ჩვენი – მედპერსონალის შრომის !!!!!!!
3. ი. აბულაძე – ეს არის მედპერსონალის უპატივცემულობა. ჩვენი შრომის დაუფასებლობა. ხელფასის 50%-ს რომ მოგცემენ, რაღა უნდა თქვა. აპრილის თვის ხელფასს როდის მოგვცემენ და რას მოგვცემენ, კიდევ საკითხავია.
4. ე. მამიაშვილი – უნამუსობა და უსინდისობა ქვია ამას, ესენი ჩვენი, მედპერსონალის, შრომას კი არა, ზოგადად ადამიანის სიცოცხლეს არ აფასებენ და სხვა რა უნდა მოსთხოვო. უსამართლობის ზეიმია ქვეყანაში.
5. ი. ლუთიძე: – ძალიან გამიხარდა, რომ ვიღაცამ გაბედა – ჩვენ ჯერ ველოდებით პასუხს, რას გვეტყვიან, მაგრამ არასოდეს არავის მივცემ დამონების უფლებას და სიმართლეს გავიტან ბოლომდე!
6. ნ. თხილიაშვილი – ჩვენი შრომა არ დააფასეს, გაოგნებული ვარ, ჩვენ მხოლოდ ტაში და გმირები გვიწოდეს
7. ლ. ნუცუბიძე: – ამ ქვეყანაში სიმართლე არ ზეიმობს 3 თვეა სასტუმროში “გვაპახავებენ” 24 საათი, ოჯახიდან გამოდიხარ, ემსახურები ვირივით არავინ რომ არ გაფასებს. უკვე ყველაფერს საზგვარი აქვს, როდემდე? არავინ პასუხს არ გაძლევს. მოთმინებას უკვე საზგვარი არ აქვს, საოპერავიო გუნდი ძალიან გაბრაზებულები ვართ, არ გავჩერდებით, უკვე ველოდებით იქნებ რეაგირება გაკეთონ 3 თვე ხელფას რომ არ მოგცემენ რითი უნფა იარსებო? ჩვენ მარტიდან დღემდე 3 თვე დამთავრდა, მეოთხე თვეზე გადავედით კოვიდ 19 ბრძოლაში – სასტუმროს ხელფასზე არავინ პასუხს არ გვცემს, გვატყუებენ პატარა ბავშვებივით თვითონ მარტი და აპრილი აღებული აქვთ და პლიუს პრემიებიც – ჩვენ ოჯახებს არ აქვს მუცელი, არ გვინდა არაფერი ასეთი ქვეყანაში გვიწევს ბრძოლა, ღმერთი ყველას გასცემს პასუხს
8. მ. კოტორაშვილი – ყველა აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ვართ ექთნები, გავიდა ბოლოში კორონა და გადმოგვიგდეს კაპიკები, ეს არის გახარიასგან თქმული, მედპერსონალის მუშაობა სათანადოდ უნდა დაფასდესო? თუ ასე უჭირთ,ამასაც დავუბრუნებთ
9. მ. ხანიშვილი – 3 თვეა ჩვენს ოჯახებს რჩენა არ უნდა? სასტუმროებში რომ გადაგვანაწილეს მედ პერსონალი დღემდე ხელფასი არ მიგვიღია, კომენდატის დროს ტაქსითაც ვიარე, მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს, ყველა თავდაუზოგავად ვშრომობთ, მაგრამ ვინ დაგვიფასა, ასე დაგვიფასეს მედ- პერსონალს? მართლა ზომებს უნდა მივმართოთ? ვინ გაგვცემს სწორ პასუხს მოგვეცემა დაპირებული ხელფასი?
10. ს. ლომთაძე – ეს ყველაფერი არის უნამუსობა, 3 თვეა კარანტინში მყოფ პაციენტებთან ვართ და ხელფასი ჯერ არ ჩაურიცხავთ.
11. ნ. ტატიაშვილი – ამ დროს, სასიკვდილო ზონად გამოცხადებულ განყოფილებაში რომ ვიმუშავებთ და ამ დროს რო არ დაგვაფასებენ რაღას უნდა ველოდოთ. ის კიარა ადმინისტრაცია რომ გვხედავს იქ ასულებს, ზოგიერთები კარებს კეტავენ და შედიან, ვაიმე, ესენი მოდიანო. ის დრო დადგა ყველამ დავწეროთ განცხადებები წასვლაზე და ჩამოვიდნენ და თვითონ იმუშაონ.
12. რ. დარჯანია – ჩვენ თებერვლის ხელფასს ველოდებით
13. მ. ჯავახიშვილი – ყველაფერს აქვს საზღვარი ამათ დაპირებას ბოლო არ უჩანს. ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი გასდით. საკუთარ ხელფასზე გვახვეწნინებენ.
14. ე.ე. – საშინელი გრძნობაა როცა შენ საქმეს მთელი გულით აკეთებ და ბოლოს მოტყუებული და გაწბილებული რჩები. ჩვენ არა მარტო ჩვენი ჯამრთელობა არამედ ოჯახის წევრებიც საფრთხის წინაშე დავაყენეთ და ბოლოს რა მივიღეთ ჩემო საყვარლებო დამცირების მეტი. დამცირებაა სამი თვის ასეთი დაძაბული მუშაობის შემდეგ 150 ლარს რომ ჩაგირიცხავენ და იმასაც ვერ გეუბნებიან რისია ეს 150 ლარი და თურმე რომ იმუშავე ხელფასი ხომ აიღე და 150 ლარიც ხომ დაგიმატეს და მეტი რაღა გინდა დატკბი ცხოვრებითო. სამარცხვინოა მართლაც.
ყოფილი მედიკოსი, ემიგრანტი – მ. ნაწიფაშვილი – თქვენი და ჩვენი ბრალია, როცა 22 წელი ექთანი ვიყავი, იმის მოლოდინში, რომ რამე გამოსწორდებოდა… მერე ტირილით გავიხადე ჩემი უსაყვარლესი ხალათი და წავედი ემიგრაციაში უსიტყვოდ… მრავალმა ექთანმა დატოვა ქვეყანა ასე უსიტყვოდ, საკმარისია… ვბრაზობ ჩემ თავზეც, რატომ გავჩუმდი, არ ვიყვირე… რომ ვთქვი, არ სჭირდებათ ტაშის დაკვრათქო, გადაირივნენ, დიახ, არ სჭირდებათ ტაში, სჭირდებათ ხელფასი. წარმატებები
ალია
კომენტარები