პრემიერმა გიორგი გახარიამ ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს.
„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია.
კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.
აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული – მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად“
კომენტარები