პრემიერი გიორგი გახარია გიორგი რურუას გათავისუფლებაზე განცხადებას აკეთებს:
“მე არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხშია. მე ასე არ ვიცვლი პოზიციებს. ყველა სახის საუბარი, ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის საქართველოს მართლმსაჯულებაში პირდაპირი ჩარევა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან, ამ ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
მართლა ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები არის ის ხარისხობრივი ცვლილება. ის მისცემს შესაძლებლობას, პოლიტიკური კულტურა ისე განვითარდეს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ, ქვეყნის სხვა სფეროებშიც ელიტები შეიცვალოს. პროპორციული არჩევნები მეტ ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, გამოჩნდნენ პოლიტიკაში. ამ ფასეულობებთან, ვინ როგორ გადაწყვეტილებას დააფიქსირებს, მათი გადასაწყვეტია. პირდაპირი ტესტი იქნება ეს”
კომენტარები