შსს-ს ცნობით, ბათუმში, ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ დღეს ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს ახალსოფელთან.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული.
დაკავება ბათუმი-სარფის მაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ლავასოღლის მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
აქციის მონაწილეები ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადიციას ითხოვენ.”
კომენტარები