შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს – როგორ ჩაბარდა პოლიციას 45 წლის კაცი, რომელმაც რამდენჯერმე ისროლა საკუთარი სახლიდან უმისამართოდ. მასთან სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა მოლაპარაკება და როგორც შსს-მ განაცხადა, იგი თავად ჩაბარდა.
კაცი, რომელსაც ახლა რამდენიმე წლიანი ციხე ელოდება, ვარკეთილში, შუამთვის ქუჩაზე მდებარე სახლში მცხოვრები 45 წლის დავით ივანოვია.
მეზობლები მედიასთან ყვებიან: „მამაკაცი მონადირეა, მას სახლში აქვს სერიოზული შეიარაღება. ის კვირაობით მიდიოდა ხოლმე სანადიროდ და ხან დათვის ხორცი მოჰქონდა უბანში და ხან რისი“
კომენტარები