პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამ თვეში სახვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მობილურით საუბარში 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ფეისბუქზე დაწერა:
“საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით — ვიდეოზარით დაუკავშირდა. 32 ქვეყნის ლიდერს კი ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის მობილურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა. მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა”
კომენტარები