დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა:
„სასწავლო პროცესები უნდა განახლდეს, ქვეყანა განათლების გარეშე ვერ დარჩება და რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციები შეეხება სასწავლო პროცესებსაც, რაც, ჯერჯერობით ეფუძნება იმ ზოგად რეკომენდაციებს, რისკენაც მოვუწოდებთ საზოგადოებას:
სასწავლო პროცესებს უნდა ესწრებოდნენ ჯანმრთელი ბავშვები და პედაგოგები.
დაცული უნდა იყოს მაქსიმალურად ჰიგიენის ზოგადი წესები, რაც ნიშნავს კარგი პირობების შექმნას ხელების ჰიგიენის დასაცავად.
სასწავლო ოთახები უნდა განიავდეს შეძლებისდაგვარად კარგად, ასევე ის სივრცეები, სადაც შეიძლება ბავშვების თავყრილობა მოხდეს.
ამ რეკომენდაციებზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, გაჩნდება ახალი მტკიცებულებები, რომელიც მოგვცემს საშუალებას რეკომენდაციები იყოს მაქსიმალურად მორგებული სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებებზე და მათი დაცვა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესების სწორად განახლებას“
კომენტარები