როგორც თამარ თორაძე აცხადებს მას ურეკავენ და ემუქრებიან, რომ ზარალასთვის 100 ათასი არაფერია და ის ნებისმიერ დროს მოიცილებს მას.
თამარ თორაძე მოუწოდებს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკავოს გიორგი რამიშვილი, მისი თქმით გიორგი რამიშვილიც ერთ – ერთი მკვლელია რურუასთან ერთად.
თორაძის თქმით, „ზარალა“ იგივე გიორგი რამიშვილიც გიორგი რურუასთან ერთად იყო, როდესაც მისი ძმები დახოცეს. თორაძის ინფორმაციით, ლერი სულაბერიძე და გოგა ზამთარაძეც არიან საქმეში გარეული და ახლა ისინი გაპარვას ცდილობენ. აქვე ის ამბობს, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და პროკურატურას მოქმედებებისკენ მოუწოდებს. ინტერვიუ მან “ალტ-ინფოს” მისცა:
„პირველად უნდა ვთქვა ეს ყველაფერი, რადგან არ მიტოვებენ დროს, რომ ეს ყველაფერი გამოძიებამდე მივიდეს. უკვე პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს თქვენით მინდა მივმართო, რომ გამოიჩინონ სერიოზული პასუხისმგებლობა, რადგან უკვე ძალიან იძაბება სიტუაცია. მირეკავენ ორი დღეა და მემუქრებიან, რომ „ზარალასთვის“ 100 000 დოლარი არაფერია და წამში გამაქრობს, თუ მას ვახსენებ. მე მინდა დრო ვიხელთო და ვთქვა, რომ მეორე მაღალი ის იყო. სანამ რამე მოხდება, თქვენი ტელევიზიით ვაცხადებ – „ზარალა“ გიორგი რამიშვილიც იყო რურუასთან ერთად, მაღალი ის იყო. ამიტომ ლერი სულაბერიძე, „ზარალა“, გოგა ზამთარაძე, რომლებიც ცდილობენ გაიპარონ და თავს უშველონ, ძალიან ვთხოვ სამართალდამცველებს, რომ დააკაონ ისინი, სანამ გაიპარებიან, ან მთავრობაში შევლენ და მერე პოლიტპატიმრებს უნდა ვსდიოთ. მე აქ დავრეკე უკვე, მოვიდნენ და პულტი დამიტოვეს. თუ რამე მოხდება, პოლიცია წამში გაჩნდება. მე ვარ მობილიზებული. ავტომატიც მიდევს სახლში და სიგნალიზაციაც მაქვს, მაგრამ ეს უნდა დამთავრდეს. ამიტომ ახლა საზოგადოებას ვეუბნები, რომ „ზარალა“ – გიორგი რამიშვილი იქ იყო, რურუასთან ერთად. მე მემუქრებიან.
ნახევარმა თბილისმა იცის „ზარალა“ ბიზნესმენი როგორ გახდა. „ზარალამ“ 200 მანეთი ამოაცალა ჩემს ძმას ჯიბიდან, როცა დაჭრა, წყნეთში რომ აიყვანა და ბოდიშები მოიხადეო მუხლებში ესროდა, მანქანასაც ესროდა და თავისები ეუბნებოდნენ „ტყვიები არ გენანება? ზარალი ხარო“. ეგ კაცი ახლა არის ბიზნესმენი. დინამიკები მოპარა ჩემს ძმას მანქანიდან. ზაჟიგალკა ამოაცალა ჩემ ძმას ჯიბიდან და ის ჩაიდო. ახლა ის არის უფრო დახვეწილი ქილერი. იმედია პროკურატურა რამეს იღონებს“
კომენტარები