ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
” ახლა ერთ-ერთ ჯგუფში ამ სიგუას ამბებზე ზვიადისტი, მიშისტი და ქოცი ისე დაერივნენ ერთმანეთს რომ მათი კლავიატურის კვნესა ფეისბუქის სათაო ოფისსაც მისწვდა ალაბათ. მიშისტი ეუბნება ზვიადისტს : “თქვენი ბელადი ხომ ანგელოზი იყო აი, სულ პუტჩისტებს და კრემლის აგენტებს ეძახდა ყველასო… ის რაღაც სულელური სიმღერა რომ გქონდათ გადაკეთებული – “ზვიადი საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო…”” ჰაიტ, იყვირა ზვიადისტმა: ” შენ ამას ვის ეუბნები შენს გიჟს ბელადს მიხედე მაწანწალასო… ეგ ეძახის ყველას რუსეთის აგენტებსო… ვის სიმღერაზე ამბობ, შენი გაიხსენე – “მიშა მაგარია” და “რა დროშა მოგვცა მიშამაო”” …. ვეღარ მოითმინა ქოცმა და ამან ორივეს მორალის კითხვა დაუწყო: ” ხედავ, ეს ზვიადის და მიშას კარვის ქალები რა დღეში არიან, არც მკვდარი იციან და არც ცოცხალი”…. აბა ქოცმა ეს დაგვიწერაო და ორივე რომ მიუბრუნდა ამ ქოცს, იქ ამბავი წავიდაა მტერსაც არ ენახოს: ” ოხ, შე ბიძინას მონა და კარტოფილზე გაყიდულოო, შე მოღალატე, ტროლო, ბოტოოოო”…..
ამ ლანძღვა-გინებაში, ამ დროს ერთი მშვიდად აკომენტარებს: “მოგენატრებათ მამათი, დედა ვატირე ამათი” და “გიხაროდენ, გიხაროდენ” სიმღერის კლიპს ურთავს
P.S. დასქრინვა ამ ყველაფრის ვერ მოვასწარი, რადგან ჯგუფის ადმინმა სასწრაფო წესით წაშალა ყველაფერი????
კომენტარები