ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გარდა ქვეყანაში კიდევ ოთხი პანდემია მძვინვარებს – ჯანდაცვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ინფორმაციის მიწოდების დარგებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო BELTA ავრცელებს.
„ეს პერიოდი ლამაზად უნდა გავიაროთ და დავამარცხოთ ოთხი-ხუთი პანდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მძინვარებს – ჯანდაცვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ინფორმაციის მიწოდების დარგებში. ჩვენ ამას შევძლებთ, უფრო რთული პრობლემებიც მოგვიგვარებია“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
კომენტარები